fbpx

მამუკა მდინარაძე: მათი ერთ-ერთი ტელევიზია, ,,ტვ პირველი’’, თითქოს სულ ხარჯავს 8 მლ-ნ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650,000 ლარად ამუშავებენ

ნაცმოძრაობაში არის დიდი განხეთქილება, შემდეგ უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დაპირისპირების გადაფარვას ცდილობენ ფეიკებით და ამის მაგალითია ტელეკომპანია პირველის ხარჯების გამოქვეყნებაც.

მდინარაძის თქმით, თუ ტელევიზია ხარჯავს 8 მლნ ლარს გამოდის, რომ ტელევიზიას თვეში 650,000 ლარად ამუშავებენ. ამის მიხედვით, თანამშრომლების საშუალო ხელფასი 400 ლარი უნდა იყოს.

მდინარაძის შეფასებით, ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა ფეიკებით გადაფარონ.

,,ნაცმოძრაობაში არის დიდი განხეთქილება. შემდეგ, უკვე ფეიკებით ცდილობენ ამ ყველაფრის გადაფარვას. მაგალითად, ორი დღის წინ, სადღაც სოციალურ ქსელში შემხვდა, რომ მათი ერთ-ერთი ტელევიზია, “ტვ პირველი”, ხარჯავს 8 მლ-ნ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650,000 ლარად ამუშავებენ. დაახლოებით, თითო ადამიანის საშუალო ხელფასი ალბათ უნდა იყოს – 400 ლარი. ნახევარს და ორმესამედს ხომ ვერ დახარჯავენ ხელფასებში. აი, ასეთ ფეიკებით ცდილობენ გადაფარვას. სხვა ტელევიზიაზე ამბობენ, რომ დახარჯა ამდენი, ათეულობით მილიონი ლარი. ფულთან დაკავშირებით დისკუსიებში არიან შესულები, რომ მათ რიგებში არსებული ოლიგარქების თემა გადაფარონ ფეიკებით. რეალურად, რომელი ოლიგარქის ფულს რომელი განკარგავს და რომელი რამდენს ჩაიდებს შემდეგ ჯიბეში, ამაზე არიან გადასულები. რეალურად, ნაცმძრაობა, როგორც პარტია აღარ არსებობს, განადგურებულია და არსებობს შიდა კლანები, რომლებიც ჩხუბობენ, თუ რომელი დახარჯავს მეტ ფულს საკუთარი კეთილდღეობასთან დაკავშირებით,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება