fbpx

მადლობა ღმერთს რომ გადადგა-გიორგი ვოლსკი გახარიაზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მაშინ გადადგა, როდესაც მოწოდების სიმაღლეზე უნდა ყოფილიყო.

ვოლსკის თქმით, იმის ნაცვლად, გახარიას ყველასთვის ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობს, თანამდებობა დატოვა.

“მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გაუგონარი მოხდა, მაგრამ რამაც დამაფიქრა გაცილებით უფრო მეტად, რომ ამ კრიტიკულ მომენტში გადადგა ნაბიჯი, როდესაც რეალურად, დაანონსებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობა და ამ მიმართულებას ავითარდებდა ნაცმოძრაობა. ამ მომენტში, როდესაც პრემიერმინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს, დაანახოს ყველას, რომ ქვეყანა არსებობს, სტრუქტურები არსებობს, მაშინ გადადგა – მადლობა ღმერთს, რომ გადადგა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება