fbpx

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პოლიციელს იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც აკეთებთ ქვეყნისთვის-კახა კახიშვილი

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პოლიციელს, რიგითიდან დაწყებული თქვენით დამთავრებული იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც აკეთებთ ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ზუსტად თქვენი და სხვა ძალოვანი უწყების კოორდინირებული მუშაობის შედეგია ის, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენის დროს განაცხადა.

ასევე, დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ქართველ მაშველებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საქმიანობისთვის.

„ამავდროულად მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებსაც, რომლებიც არა მხოლოდ თურქეთში, არამედ საქართველოშიც ძალიან ბევრს აკეთებენ საქართველოს მოსახლეობის გადასარჩენად და დასახმარებლად“, – აღნიშნა მან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება