fbpx

მადლობა მაცაცო, ასეთი ყოჩაღი, თბილი და ყურადღებიანი რომ ხარ-ნინო მოლოდინი დუშეთის მერზე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო მოლოდინი დუშეთის მერზე მაცაცო ნარიმანიძეზე წერს-სამი დღეა ფასანაურს სტიქია უტევს, გამოვიდა ხევები და მოსახლეობა დატბორა, ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, მთელმა საქართველომ გაიგო ფასანაურის სტიქიის ამბები, მე ფეხიც არ გამიდგია გარეთ, ვიჯექი სახლში მშვიდად და ჩემი რაიონის მერი სამი დღე-ღამის განმავლობაში პრარაბივით დატრიალებდა მთელ გაწმენდით სამუშაოებს, არცერთი მოსახლე არ დაუტოვებია გულგრილად და უყურადღებოდ. მადლობა მაცაცო ასეთი ყოჩაღი, თბილი და ყურადღებიანი რომ ხარ . იტყვის ვინმე ეხლა რომ აბა როგორ გინდა მაგისი მოვალეობა ეგ არისო, კაი ერთი რა…. მე ჯერ არ მინახია ამდენი წლის განმავლობაში და თუ რომელიმე რაიონში ხდება გაიხაროს ეგეთმა, მე ჩემს მერს ვუხდი მადლობას დიდი სიყვარულით და პატივისცემით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება