fbpx

მადლიერების წერილი აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ ცენტრს!


მირიან ყარაულაშვილი
პოსტს აქვეყნებს-რომ არ ვთქვა, ვერ მოვისვენებ:

– უღრმესი მადლიერება მინდა გამოვხატო აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის შინაგან სნეულებათა განყოფილების უფროსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ( MD PH . D) ქალბატონ Xatuna Shvelidzeს, ამავე განყოფილების ექიმის ქალბატონ Tiko Kuchukhidzeს, სამედიცინო დების Ekaterine Kalmaxelidzeს, Mzia Tushuriს , მათი დამხმარეების და უმცროსი სამედიცინო თუ სამეურნეო პერსონალის მიმართ ჩემდამი მთელი ერთი სამუშაო კვირის განმავლობაში 24/7 რეჟიმში გამოჩენილი მზრუნველობის და ყურადღების, პროფესიონალიზმის, მინდობილი საქმისადმი ერთგულების გამო.

მათმა პროფესიონალიზმმა და სამედიცინო საქმის უზადოდ მსახურებამ ისეთი მარად სკეპტიკოსიც კი გააოცა და მოხიბლა, როგორიც მე ვარ ქართული სამედიცინო სისტემის მიმართ! 🙂

აქვე უნდა გამოვხატო მადლიერება რეფორმირებული ქართული სამედიცინო სისტემისადმი, რადგან რომ არა ის აწყობილი კავშირები სამკურნალო დაწესებულებას, სადაზღვევო ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, ალბათ მე ვერც კი შევძლებდი ამ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერასოდეს.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ქალბატონებს; ვუსურვებ წარმატებებს საქმიანობასა და კარიერაში, ბედნიერებას, ოჯახში სიმშვიდეს და სიმყუდროვეს .

პ.ს. : ჯერჯერობით იმედიანად გამომწერეს კლინიკიდან- ერთი რამოდენიმე წელი კიდევ იცოცხლებო და…

მერე ვნახოთ! 🙂

პ.ს. : კითხვებზე – “რა გჭირს?”, “რა დაგემართა?” და ა.შ. არ ვპასუხობ: ჯერჯერობით ვიცოცხლებ

გაუზიარე!

Shares