fbpx

ლომჯარიას დეკემბერში “ვადა გასდის”

ნინო ლომჯარიას თქმით, 2022 წლის დეკემბერში  სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება. ამის შესახებ მან “ფორმულა”-ს ეთერში, გადაცემა “კონტექსტში” სტუმრობისას განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რას აპირებს სამომავლოდ და გეგმავს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, ლომჯარია ამბობს, რომ არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან მხოლოდ იმას ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენებს დარჩენილ 5 თვეს მისი მანდატის ფარგლებში. ერთღ-ერთ პრიორიტეტად კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ასახელებს და ამბობს, რომ ეცდება დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებაში.

“გულწრფელად გეტყვით, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ვადის ამოწურვამდე რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც ინსტიტუტმა, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ევროკავშირის მხრიდან, როგორ შევიტანო პოზიტიური წვლილი ამ პროცესში. ვადის გასვლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი”– ამბობს ნინო ლომჯარია და იქვე აზუსტებს, რომ იქნება აქტიური მოქალაქე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება