fbpx

,,ლომკაში,, ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები-თეა ადეიშვილი

მიშა, ძალიან დიდი ბოდიში, რაც დღეს მოისმინეთ ციხის კედლებიდან, მაგრამ ალბათ იცით, რომ ეს არ არის ნამდვილი ქუთაისი” , – ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადაცემაში “მთავარ აქცენტები”, რომლითაც ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქუთაისიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

“მე დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში… მიშა, ძალიან დიდი ბოდიში, რაც  ციხის კედლებიდან მოისმინეთ, მაგრამ ალბათ იცით, რომ ეს არ არის ნამდვილი ქუთაისი და თქვენ იცით, იმ ადამიანებს, ვინც ციხის კედელს მიღმა იდგა, ჰქონდათ ნამდვილი მიზეზი, მოვარდნილიყვნენ თქვენთან და ეძახებინათ ის, რაც გეძახეს, იმიტომ, რომ თქვენ ასეთი ადამიანები გააქრეთ ამ ქვეყნიდან, ამ ქალაქიდან, ქუთაისიდან. ასეთი ჩაშვებული, ლომკაში ჩავარდნილი, დაუბანელი ქუთაისელები, ამ ხელისუფლებისთვის ჩემი ქალაქის სახეა და ნამდვილი სახე ქუთაისისა დღეს ხატია დეკანოიძემ აჩვენა, თავისი ვიცე-მერების წარდგენით და იმ საზოგადოებით, რომელიც იქ იქნა შეკრებილი”, – თქვა თეა ადეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება