fbpx

ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რეიგანი ამბობდა “თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა”, დღეს ცდილობს მეტასტაზივით მოედოს საქართველოს

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგს ეხმიანება. როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ოპოზიცია მაქსიმალურად იყენებს მათ ხელთ არსებული იარაღს – „კრიტიკულ მედიას“ და იმ საზიზღარ პიარ-კამპანიას, რაც რბილად რომ ვთქვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, ხალხის მოტყუებისკენ არის მიმართული.
მისი თქმით, პიარ-თაღლითობა რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება.

„ლიბერალური ფაშიზმი, ანუ ჭირი, რომელზეც რეიგანი ამბობდა “თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა”, დღეს ცდილობს მეტასტაზივით მოედოს საქართველოს.
ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები.
ცხადია ისინი ვერ მართავენ “გრძელი დანების ღამეს”, ვერ აწყობენ ნიურნბერგულ, მასშტაბურ ყრილობებს, შავ ფორმებში გამოწყობილნი ვერ მარშირებენ, მაგრამ მაქსიმალურად იყენებენ მათ ხელთ არსებულ შეიარაღებას – “კრიტიკულ მედიას” და იმ საზიზღარ პიარ-კამპანიას, რაც რბილად რომ ვთქვა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ, ხალხის მოტყუებისკენ არის მიმართული.
ირაკლი კობახიძე – ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად.
ეს იყო ერთგვარი “საუკუნის პიარ-თაღლითობა”.
დიახ, სწორედაც პიარ-თაღლითობა რამაც მხოლოდ რამდენიმე დღე იმუშავა, საპნის ბუშტივით გასკდა და ვეღარ გამთელდება.“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება