fbpx

“ლელო” კი არ უნდა ერქვას “აღა გეორქას” პარტიას, შპს “ქარვასლა” მოუხდება , უფრო ავთენტური იქნება

” ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ოფიციალურად თაღლითად შერაცხული მამუკა ხაზარაძის “ქველმოქმედებას” ეხმაურება.

ორი დღეა, მამუკა ხაზარაძე მოგვევლინა “ქველმოქმედად”. სამ დევნილს ბინა აჩუქაო, გაჰკივიან პარტ-მედიები თუ სააგენტოები…

არა და გახსენდება ადამიანს, ხაზარაძის ბანკის მიერ, წლების განმავლობაში სახლებიდან გამოყრილი, ღია ცის ქვეშ დატოვებული, დაწიოკებული ოჯახები…
უცებ გაგიელვებს თავში, ნეტავ შეინანა და ადამიანურ საქმიანობას მიჰყო ხელი, როგორი მეტამორფოზაა?

თუმცა…

ჰოი საოცრებავ, ხაზარაძის დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, აუქციონში მიიღო მონაწილეობა და დათქმული წესისი მიხედვით, დაევალათ კონკრეტული დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა…

ჰო და ამ ჩარჩმაც, ვალდებულებით გასაცემი ბინები, ქველმოქმედებად შემოგვასაღა. ზუსტად ისე, როგორც ანაკლიაში შემოყავდა ბრიტანელი ინვესტორები და ბოლოს ყაზახურ-რუსული კომპანიები აღმოჩნდნენ.

ტიპი არის, 21-ე საუკუნის “აღა გეორქა”… ჩარჩი,რომელიც ყველაფერში საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს იკმაყოფილებს. ბიზნეს-ვალდებულებებს,ქველმოქმედებად გვასაღებს…

“ლელო” კი არ უნდა ერქვას “აღა გეორქას” პარტიას, შპს “ქარვასლა” მოუხდება , უფრო ავთენტური იქნება.წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება