fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტზე-მამუკა მდინარაძის დედას სოფელში მიუვარდნენ, უკადრებელს კადრულობენ. მათ ვერ შეძლეს მისი არათუ მორევა, მცირედითაც კი შეშინება და სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა მდინარაძის ოჯახის წევრების შესახებ “ტვ პირველის” სიუჟეტს გამოეხმაურა.

ექსპერტი წერს, რომ ეს არის რაღაც ბანდა, რომლებისთვისაც არ არსებობს არაფერი წმინდა, მოხუცი, ბავშვი, ოჯახი პირადი სივრცე, მათთვის ჩვეულებრივი დასასისხლიანებელი სამიზნეა. ეს არის ის სექტა, რომლებმაც ვერ შეძლეს მამუკა მდინარაძესთან პოლიტიკური ოპონირება და ფიზიკურად დაესხნენ თავს.

“ნოდარ მელაძის და მის ზონდერ ჟურნალისტების ვისაც სჯერა მე დიდი ხანია, გონებრივი პრობლემების მქონე ადამიანები მგონია. ეს არის რაღაც ბანდა, რომლებისთვისაც არ არსებობს არაფერი წმინდა, მოხუცი, ბავშვი, ოჯახი პირადი სივრცე, მათთვის ჩვეულებრივი დასასისხლიანებელი სამიზნეა. ეს არის ის სექტა, რომლებმაც ვერ შეძლეს მამუკა მდინარაძესთან პოლიტიკური ოპონირება, ფიზიკურად დაესხნენ თავს (მიუგზავნეს ელისაშვილი), უწყობენ ათასნაირ შანტაჟს, მამუკას დედას სოფელში მიუვარდნენ, უკადრებელს კადრულობენ, ადგილობრივებმა სათანადო პასუხი კი გასცეს, მაგრამ ფაშისტები რის ფაშისტებია ასე ადვილად, რომ მოისვენონ. რა შეიძლება იყოს მათი ასეთი გამწარების მიზეზი? ძალიან მარტივი: მათ ვერ შეძლეს მამუკა მდინარაძის არათუ მორევა, მცირედითაც კი შეშინება! უფრო მეტიც მამუკას და მის გუნდს იმაზე მეტი ნებისყოფა, ფიზიკური თუ სულიერი სიმტკიცე აღმოაჩნდათ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა-აი, სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება. ჯერ სად არიან ძალიან მტკიცე კედელთან უწევთ თავისა და მუშტების ბრახუნი, რაც აუცილებლად გამოიწვევს მათ სხეულის ჯერ კიდევ გაურღვეველი ნაწილების უფრო მეტ დაზიანებას.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება