fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებია თანამდებობაზე ყოფნისას, 12 თვეში თავის თავს 14 პრემია გამოუწერა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებია თანამდებობაზე ყოფნისას, ერთი წლის განმავლობაში 14 ჯერ აიღო პრემია, ანუ რომ დავაზუსტოთ, 12 თვეში თავის თავს 14 პრემია გამოუწერა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, გახარიამ ხომ დაგვამახსოვრა თავი უპრეცედენტო პოლიტიკური „კეთილსინდისიერებითა“ და „პატიოსნებით“, მისი პარტიის წევრებიც მაგალითს თავიანთი ლიდერისგან იღებენ.

„გახარიამ ხომ დაგვამახსოვრა თავის უპრეცედენტო პოლიტიკური „კეთილსინდისიერებითა“ და „პატიოსნებით“, მისი პარტიის წევრებიც მაგალითს რომ თავიანთი ლიდერიდან იღებენ, ფაქტია. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია თანამდებობაზე ყოფნისას, ერთი წლის განმავლობაში 14 ჯერ აიღო პრემია, ანუ რომ დავაზუსტოთ 12 თვეში თავის თავს 14 პრემია გამოუწერა. ეს სუბიექტი არათუ საკრებულოს თავმჯდომარის, არც ერთ თანამდებობას რომ არ უნდა იკავებდეს, ფაქტია. თუმცა, მის მოხსნა/გათავისუფლებას თუ როგორ აღიქვამენ ჯერ აქაური ოპოზიცია, თავის ტელევიზიებითა და არასამთავრობოებით, შემდეგ კი უცხოელი პოლიტიკანები, ესეც გასაგებია – პოლიტიკური ნიშნით დევნად! აი, ასეთ ფაქტს თუ ვინმე საზღვარგარეთ კრიმინალად არ აღიქვამს, ესეც აუცილებლად გვაცნობონ! – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება