fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: როცა აღმოაჩინეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი შეეხება ჭუტა წერეთელს, დავით კეზერაშვილს და სხვებს, თავში ხელის ცემით ვეღარ კმაყოფილდებიან და სერიოზულ ჩიხში არიან

სერიოზულ ჩიხში არიან, არიქა დეოლიგარქიზაციაო და შესაბამისი კანონიო, და აგერ ბატონო, ბიძინაო და კანონმა არაო, კეზერა და ჭუტა კიო, ზუსტად ეგენიო- აი იმ კანონმა უკრაინაში, რომ არის მხოლოდ და რომელიც ასე სამაგალითოდ მიაჩნია თვით ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს!- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას.

ექსპერტის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული სხვა მავნებლების, ქართველ და უცხოელ პოლიტიკანებს და „კრიტიკული“ ტელევიზიების თავზარდამცემი აღმოჩენა გახლდათ ის, რომ ეს კანონი არანაირად არ ეხება მათ მთავარ აკვიატებულ სამიზნეს ბიძინა ივანიშვილს!

„თუკი უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ კარგია, უფრო მეტიც შესანიშნავია, რასაც აგერ ევროკომისიის პრეზიდენტი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრძანებს, მაშინ რას ვერჩით, უფრო სწორედ კი რას ერჩიან უკრაინულ კანონის ანალოგ ქართულ კანონს? განვმარტოთ: „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული სხვა მავნებლების, ქართველ და უცხოელ პოლიტიკანებს და „კრიტიკული“ ტელევიზიების თავზარდამცემი აღმოჩენა გახლდათ, ის რომ ეს კანონი არანაირად არ ეხება მათ მთავარ აკვიატებულ სამიზნეს ბიძინა ივანიშვილს! „უი, ეს რა უბედურებაა?!“- შემოირტყეს თავში ხელი, უფრო მეტად, კი როცა აღმოაჩინეს, რომ ეს კანონი შეეხება სწორედ მათ დამფინანსებლებს ჭუტა წერეთელს, დავით კეზერაშვილს და სხვებს, თავში ხელის ცემით ვეღარ კმაყოფილდებიან. ახლა სერიოზულ ჩიხში არიან, არიქა დეოლიგარქიზაციაო და შესაბამისი კანონიო, და აგერ ბატონო, ბიძინაო და კანონმა არაო, კეზერა და ჭუტა კიო, ზუსტად ეგენიო- აი იმ კანონმა უკრაინაში, რომ არის მხოლოდ და რომელიც ასე სამაგალითოდ მიაჩნია თვით ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება