fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც რუსებმა შეზღუდვები დააწესეს, ევროკავშირი მოუწოდებდა პუტინს, ეგ გადაწყვეტილება შეცდომაა და ფრენები აღადგინეო-თუ მეტყვით, მაშინ ომი არ იყოო, მე გიპასუხებთ – რა, 2019 წელს ოკუპანტი არ იყო?

„მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსებმა შეზღუდვები დააწესეს, მთლად ევროკავშირი მოუწოდებდა პუტინს, ეგ გადაწყვეტილება შეცდომაა და ფრენები აღადგინეო. და თუ მეტყვით, მაშინ ომი არ იყოო, მე გიპასუხებთ – რა, 2019 წელს ოკუპანტი არ იყო?“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
ექსპერტი ასევე იხსენებს ევროკავშირის განცხადებას, სადაც საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას არაპროპორციულად მიიჩნევს.

„სხვათა შორის, მავანთ მინდა გავახსენო, რომ როდესაც რუსებმა შეზღუდვები დააწესეს, მთლად ევროკავშირი მოუწოდებდა პუტინს, ეგ გადაწყვეტილება შეცდომაა და ფრენები აღადგინეო. და თუ მეტყვით, მაშინ ომი არ იყოო, მე გიპასუხებთ – რა, 2019 წელს ოკუპანტი არ იყო? აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი არ ქონდა წაღებული? 2008 წლის ომი არ გვქონდა გადატანილი?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება