fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: პოლონეთმა, რუსული აგრესია აირიდა თავიდან – აშშ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, ახლა უარის თქმა რეპუტაციული ზიანია

ლევან ნიკოლეიშვილი: პოლონეთმა, რუსული აგრესია აირიდა თავიდან – აშშ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, ახლა უარის თქმა რეპუტაციული ზიანია, დათანხმება პირდაპირ ომში ჩართვა ,,დღეს პოლონეთმა ძალიან საინტერესო ფინტი ჩაუტარა ამერიკას, მისი კუთვნილი ჯეტები გადასცა და პირდაპირ უთხრა, განათავსეთ თქვენ ბაზაზე გერმანიაში და თავად უზრუნველყავით უკრაინისთვის მიწოდებაო” – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს ღია კონფრონტაციაა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, უფრო პოლიტიკურია. პოლონეთმა ერთი მხრივ, რუსული აგრესია აირიდა თავიდან, მეორე მხრივ, აშშ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ახლა უარის თქმა რეპუტაციული ზიანია, დათანხმება პირდაპირ ომში ჩართვა ,,უცნაური და ძალიან დამაფიქრებელი ამბავი – ორი დღის წინ აშშ-მ მწვანე შუქი აუნთო პოლონეთს უკრაინისთვის ბომბდამშენების მიწოდებაზე და იქვე გააფრთხილა, რომ ამას შეიძლებოდა რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყოლოდა. დღეს პოლონეთმა ძალიან საინტერესო ფინტი ჩაუტარა ამერიკას, მისი კუთვნილი ჯეტები გადასცა და პირდაპირ უთხრა, განათავსეთ თქვენ ბაზაზე გერმანიაში და თავად უზრუნველყავით უკრაინისთვის მიწოდებაო. ეს ღია კონფრონტაციაა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, უფრო პოლიტიკურია. პოლონეთმა ერთი მხრივ, რუსული აგრესია აირიდა თავიდან, მეორე მხრივ, აშშ რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ახლა უარის თქმა რეპუტაციული ზიანია, დათანხმება პირდაპირ ომში ჩართვა…” წერს ნიკოლეიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება