fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: მტრისასა და ავისას მანჯგალაძე რომ ქუჩაში გავა, თავისი პარტიული ლაშქრითა და მომხრეებით

მტრისასა და ავისას მანჯგალაძე, რომ გავა ქუჩაში, თავისი პარტიული ლაშქრითა და მომხრეებით, მართალია ელემენტარული არითმეტიკა არ იცის 10 და 100 ათასი ერევა ერთმანეთში, მაგრამ ხომ გამოვა ქუჩაში!- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

„ეს პოლიტიკური ბაქი-ბუქი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ – „როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ქუჩაში 100 ათასობით ადამიანი – პირველი გავალ მე, რომ პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას!“
მტრისასა და ავისას მანჯგალაძე, რომ გავა ქუჩაში, თავისი პარტიული ლაშქრითა და მომხრეებით, მართალია ელემენტარული არითმეტიკა არ იცის 10 და 100 ათასი ერევა ერთმანეთში, მაგრამ ხომ გამოვა ქუჩაში! წარმოიდგინეთ, დიდ დავით მეფეს, დავით აღმაშენებელს დიდგორის წინ ასევე რომ არეოდა 100 000 და 10, თუნდაც 100-ში რა დღეში ვიქნებოდით?! ისე თუ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის უაზრო აზრები, შეიძლება ნაწილობრივ მარიხუანის ზედმეტად მოხმარებას დააბრალო, ვაშაძე-მანჯგალაძის შემთხვევაში მარიხუანის გარეშე „შესანიშნავი აზრების“ გაჩენა თუ რას უნდა დააბრალო, მედიკოსებისთვის მიმინდვია“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება