fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი-მეტწილად პოლიტიკაზეა დამოკიდებული მართებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, ამიტომაა, რომ ქვეყნის მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი საფუძველი გახლავთ

„საინტერესოა, რომ იმ დროს როცა ჩვენ არცერთი ეკონომიკური გაერთიანების წევრი არ ვართ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ სწორი პოლიტიკის განხორციელებას აქვს“-ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა“.

ექსპერტის თქმით, ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი საფუძველი გახლავთ.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფაქტორი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ უმთავრესი მაინც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა გახლავთ, ცხადია ეს პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, სწორედ დაგეგმილი და სწორედ განხორციელებული უნდა იყოს. საინტერესოა, რომ იმ დროს როცა ჩვენ არცერთი ეკონომიკური გაერთიანების წევრი არ ვართ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ სწორი პოლიტიკის განხორციელებას აქვს. გასაგებია, რომ მეტწილად პოლიტიკაზეა დამოკიდებული მართებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, რისი ხელისშემწყობი ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა გახლავთ. ამიტომაა, რომ ქვეყნის მშვიდობას, სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი საფუძველი გახლავთ.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება