fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი მარგველაშვილზე: პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოუხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ადგილზე, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, გიორგი მარგველაშვილი შეგნებულად იტყუება. პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს!

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტისგან ძალიან სამარცხვინოა!

“ამ ადამიანის ბახუსთან დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მეფიქრა მთვრალია და შეეშალა თქო. თუმცა არც ნაბახუსევზე გამოირჩევა დიდი გამჭრიახობით. აქ კი უბრალოდ შეგნებულად იტყუება, პრეზიდენტს ზუსტად იმდენის უფლება აქვს რაც კანონში წერია, რისი უფლებაც არა აქვს იმას ვერც გააჩენს და ვერც მოიგონებს. ეს ყველაფერი კი მინიმუმ ნაპრეზიდენტალმა უნდა იცოდეს! მაშ რა ხდება, ან სერიუზულ უვიცობასთან გვაქვს საქმე, ან ჩვეულებრივ პოპულიზმთან, უფრო კი სრულიად შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან. ყოფილი პრეზიდენტისგან კი ეს უბრალოდ ძალიან სამარცხვინოა!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება