fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია, ხვალვე გაფორმდება უპირობოდ ორივე კანონპროექტის გაწვევის საკითხი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ციტირებს, რომლის თქმით, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ხვალვე გაფორმდება “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული ორივე კანონპროექტის გაწვევის საკითხი.

მისივე თქმით, ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, როცა ემოციები დაცხრება.

“მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი სპეკულაცია ხვალვე გაფორმდება უპირობოდ ორივე კანონპროექტის გაწვევის საკითხი. მთავარი “ქართული ოცნებისთვის” და დღევანდელი ხელისუფლებისთვის არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა. დანარჩენი ყველაფერი გაირკვევა მას შემდეგ, როცა ემოციები დაცხრება.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება