fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი-მაინტერესებს იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად

„შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად!“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა “ვივამედში”, თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!

„შეიძლება ყველაფერზე უფრო არა, მაგრამ ძალიან მაინტერესებს იმ ექსპერტების კეთილსინდისიერებაზე ვინ არის პასუხისმგებელი, ვინც ევროკავშირმა გამოაგზავნა საქართველოში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად! როგორც მახსოვს გარდა იმისა, რომ საავადმყოფოში დედისა და უამრავი მნახველის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ დამნაშავეზე გვითხრეს, რამდენიმე უკურნებელი სენისა და წამების მსხვერპლიც იყო, მისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. ლოგიკურად ჩნდება კითხვა მართლაც ასეთ სასწაულებს ახდენენ კლინიკა “ვივამედში”, რომლის ექიმების პროფესიონალიზმში მე პირადად ეჭვიც არ მეპარება თუ საერთაშორისო თაღლითობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ბოროტმოქმედებასთანაც გვქონდა საქმე?!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება