fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: არ მადარდებს, რა ფერის თმა აქვს, ღამე ვისთან წევს და რა ზომის საყურე უკეთია – მთავარია, რომ ის არის მოძალადე და დამნაშავე, რაც თავად აღიარა

მან პოლიციას ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ეს აღიარა!!! დაწვა მანქანა და ეს აღიარა!!! მანამდე საკუთარ მამას საჯდომში დაარტყა დანა და აღიარა!!! – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

მისი თქმით, მეორეხარისხოვანია ის, თუ რა ფერის თმა აქვს დაკავებულ პირს ან რა ორიენტაციისაა იგი. ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ გრიგოროადისმა თავად აღიარა დანაშაული, შესაბამისად, მისი დამცველებიც დანაშაულოს თანამონაწილეები არიან.

“აუცილებლად წასაკითხი‼️

სულ არ მადარდებს, რა ფერის თმა აქვს დაკავებულ მოძალადეს, ღამე ვისთან წევს და რა ზომის საყურე უკეთია! ეს ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი!
მთავარიაა, რომ ის არის მოძალადე და დამნაშავე, რაც თავად აღიარა!!! მან პოლიციას ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და ეს აღიარა!!! დაწვა მანქანა და ეს აღიარა!!! მანამდე საკუთარ მამას საჯდომში დაარტყა დანა და აღიარა!!!
ეს ადამიანი არის მოძალადე კრიმინალი!!! მისი დამცველებიც არიან მოძალადე კრიმინალები!!!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება