fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი ინგა თოდრიაზე – ეს უღირსი ქალი არის USAID – ის დაფინანსებული ენჯეოს, “პროლოგის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ჩაბარებული აქვს ქართული სამართლებრივი სისტემის “რეფორმირება“

ეს უღირსი ქალი არის USAID – ის დაფინანსებული ენჯეოს, “პროლოგის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ქალს აქვს ჩაბარებული ქართული სამართლებრივი სისტემის “რეფორმირება”… – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილ მოსამართლე ინგა თოდრიაზე.

ექსპერტი აქვეყნებს ინგა თოდრიას 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქ პოსტს, სადაც იგი წერს – „მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა …. ახლა გამოჩნდება რისი ტრ… გვაქვს“.

ლევან ნიკოლეიშვილი კითხვით მიმართავს საქართველოში აშშ-ის ელჩს, ნუთუ ამ პოზიციის დამფიქსირებელი თოდრია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი თავის რომელიმე გადაწყვეტილებაში?

„ეს უღირსი ქალი არის USAID – ის დაფინანსებული ენჯეოს, “პროლოგის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამ ქალს აქვს ჩაბარებული ქართული სამართლებრივი სისტემის “რეფორმირება”… ახლა მინდა პირდაპირ და ღიად ვკითხო ქალბატონ ელჩს, ნუთუ ამ პოზიციის დამფიქსირებელი თოდრია შეიძლება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი თავის რომელიმე გადაწყვეტილებაში? თქვენ ეს ქვეყანა ჩალით დახურული ხომ არ გგონიათ? რატომ ფიქრობთ, რომ მსგავს სუბიექტებს შემოგვტენით, რომ შემდეგ თქვენ ჭკუაზე დაალაგოთ ყველაფერი?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება