fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი – ზოგისთვის ისევ რუსეთიდან ამოდის მზე, ზოგიც უკრაინელ პოლიტიკოსებზე აფანატებენ, ზოგიც “პროდასავლურობის” ხარჯზე ყველაფერზე წამსვლელები არიან

წარმოვიდგინოთ, რა ქვეყანა და ერი ვიქნებოდით, საუკუნებიის განმავლობაში დღემდე, მიწაზე გართხმული მოსისინე, ჩვენივე ხალხშივე ამომძვრალი შაჰის თუ სულთანის ხალათს, რუსულ ჩექმას თუ ვითომ პროდასავლურობასა თუ პრომერიკელობას დახარბებული აგენტები, რომ არ გვყოლოდა?! დღესაც კეკლუცობენ, ერთ ადგილს ათამაშებენ, ზოგისთვის ისევ რუსეთდან ამოდის მზე, ზოგიც გათახსირებულ უკრაინელ პოლიტიკოსებზე აფანტებენ, ზოგიც “პროდასავლურობის” ხარჯზე ყველაფერზე წამსვლელები არიან – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

„საქართველოს ისტორია ბევრ ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილს გვთავაზობს, რომლებიც სავსეა საამაყო, ღირსეული საქმეებით, თუმცა უღირსობის, ამორალურობისა თუ ღალატის ფაქტებსაც ვერ გავექცევით. აბა, წამით წარმოვიდგინოთ, რა ქვეყანა და ერი ვიქნებოდით, საუკუნეების განმავლობაში დღემდე, მიწაზე გართხმული მოსისინე, ჩვენივე ხალხშივე ამომძვრალი შაჰის თუ სულთანის ხალათს, რუსულ ჩექმას თუ ვითომ პროდასავლურობასა თუ პროამერიკელობას დახარბებული აგენტები, რომ არ გვყოლოდა?! დღესაც კეკლუცობენ, ერთ ადგილს ათამაშებენ, ზოგისთვის ისევ რუსეთიდან ამოდის მზე, ზოგიც გათახსირებულ უკრაინელ პოლიტიკოსებზე აფანტებენ, ზოგიც “პროდასავლურობის” ხარჯზე ყველაფერზე წამსვლელები არიან. თუმცა როგორც წესი, ქართველ ხალხს და მის ნებას ვერ ერევიან, აი იმ ხალხს, რომლისთვისაც აგენტობა კი არ არის საამაყო არამედ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე, შოთა რუსთაველი, ილია ,აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი, კათალიკოსი ამბროსი ხელია და სხვა მრავალი წმინდანი თუ გამორჩეული ერისკაცი!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება