fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ელექტრო სიგარეტის მოწევიდან, შემომავალი საკვები ნახევრად მოუნელებული რჩება და ნაწლავებისკენ მიმავალ გზაზე ჩერდება. შესაბამისად, მადის დაქვეითება სხვა არაფერია, თუ არა კუჭის შეკუმშვის ფუნქციის დათრგუნვის შედეგი

„რას არ მოიგონებენ სააკაშვილის გადასარჩენად (ციხიდან გამოსაშვებად), მაგრამ მაინც წყალში იყრება ყველაფერი. როგორც ვიგებთ, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, „მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა.“ ელექტრო სიგარეტის მოწევიდან, ისევე როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევიდან 20 წუთში, რის შედეგადაც შემომავალი საკვები ნახევრად მოუნელებული რჩება და ნაწლავებისკენ მიმავალ გზაზე ჩერდება. შესაბამისად, მადის დაქვეითება სხვა არაფერია, თუ არა კუჭის შეკუმშვის ფუნქციის დათრგუნვის შედეგი“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სავარაუდოა, ელექტრო სიგარეტის შეზღუდვის შედეგად, სააკაშვილს კვლავ მადა დაუბრუნდეს და წონაშიც მოიმატოს. თუ ეს ასეც მოხდა, ნამდვილად სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით, ქართველი და უცხოელი “მიშა-დამცველები” აუცილებლად მოითხოვენ მის გამოშვებას ამჯერად უფრო სერიოზული მიზეზით-„მიშა, ისეა წონაში მომატებული, რომ ვერც საავადმყოფოს პალატაში ეტევა და ვერც ციხის საკანში“.

„რას არ მოიგონებენ სააკაშვილის გადასარჩენად (ციხიდან გამოსაშვებად), მაგრამ მაინც წყალში იყრება ყველაფერი: 50 დღიანი შიმშილობა გახსოვთ? გახსოვთ, უკურნებელი სენით დაავადებების ჩამონათვალი გახსოვთ? გახსოვთ! მოწამვლა? ესეც გახსოვთ! მაგრამ ყველაზე უცნაური მაინც მისი წამებაა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და არ არსებული და …ესეს მაგარია არა, პატიმრის უმადობა, ადრეო 100 ხინკალს ჭამდა და 1 ლიტრ არაყს აყოლებდაო. ახლა კი, როგორც ვიგებთ, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, „მიხეილ სააკაშვილს ელექტროსიგარეტის მოხმარება შეეზღუდა.“ ელექტრო სიგარეტის მოწევიდან, ისევე როგორც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევიდან 20 წუთში, რის შედეგადაც შემომავალი საკვები ნახევრად მოუნელებული რჩება და ნაწლავებისკენ მიმავალ გზაზე ჩერდება. შესაბამისად, მადის დაქვეითება სხვა არაფერია, თუ არა კუჭის შეკუმშვის ფუნქციის დათრგუნვის შედეგი. ჩნდება სხვადასხვა წვრილმანები, როგორიცაა კოლიტი და ჰემოროიდული წარმონაქმნები. ძნელდება სრულფასოვანი მონელებაც. ამიტომ სავარაუდოა, ელექტრო სიგარეტის შეზღუდვის შედეგად, სააკაშვილს კვლავ მადა დაუბრუნდეს და წონაშიც მოიმატოს. თუ ეს ასეც მოხდა, ნამდვილად სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით, ქართველი და უცხოელი “მიშა-დამცველები”, აუცილებლად მოითხოვენ მის გამოშვებას ამჯერად უფრო სერიოზული მიზეზით-„მიშა, ისეა წონაში მომატებული, რომ ვერც საავადმყოფოს პალატაში ეტევა და ვერც ციხის საკანში, შესაბამისად მის გამოშვება უნდა მოხდეს, რათა სუფთა ჰაერზე სეირნობით, შეძლოს წონაში დაკლებაო!“ აი, მერე რა უნდა ვქნათ ეს არის მთავარი გამოწვევა!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება