fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილზე: დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო ნაცების კამპანიაში – ოღონდ ოცნების ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია

„ოღონდ ოცნების ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადების შესახებ. მისი თქმით გახარიას გუნდიდან რომ ვინმე სიტყვა “ღალატს” ახსენებს , მანდ ყველაფერი დამთავრებულია „ღალატის ფორმულამ, ბოლი გახარიამ გამოაგორა თავისი მორიგი ჩინური ვერსია და ცოტა დაუფარავად, ოდნავი სითამამით ჩაერთო ნაცების კამპანიაში – ოღონდ ოცნების ხელისუფლებას არ მისცენ კანდიდატის სტატუსი და ყველაფერი წყალსაც წაუღია. ევროკავშირის სტატუსი იქეთ იყოს და გახარიას გუნდიდან რომ ვინმე სიტყვა “ღალატს” ახსენებს , მანდ ყველაფერი დამთავრებულია“- წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება