fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: გამოდით, ნუ გეშინიათ, დაგმეთ ენტონი ბლინკენი, აშკარაა, რომ რუსეთის აგენტია, მან შეიძლება მალე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტაზეც ისაუბროს

ლევან ნიკოლეიშვილი: ერთი თვეც არ გასულა, რაც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მიმართა ეღიარაბენიათ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. დღეს ვიგებთ, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ არის მზად ამ ნაბიჯისთვის

„ბლინკენი ნაღდად რუსეთის აგენტია თუ მარტო ჩვენი რადიკალური ოპოზიცია-რუპორ ტელევიზია-არასამთავროები ფიქრობენ ასე? ისე საქართველოს რომელიმე სახელმწიფო მოხელეს, ან მთავრობის წევრს ან „ოცნების“ დეპუტატს „ დაეხია უკან“ რას იზამდნენ მავნებელ-ოპონენტები- დაიწყებოდა ჯერ რადიკალური ოპოზიცია-რუპორ ტელევიზია-არასამთავროების კრიტიკით, ბოლოს ერთ-ორ სიტყვას ელჩი კელი დეგნანიც არ დააკლებდა“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„თუ არ ვცდები ერთი თვეც არ არის გასული, მას შემდეგ რაც უკრაინის პრემიერ მინისტრმა ევროკავშირს მიმართა, ეღიარაბენიათ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ!!! მაშინვე გამოვთქვი ვარაუდი, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა ამას არ გააკეთებდა, ბევრ მიზეზთა შორის მომავალი ზამთარი, ენერგოდამოკიდებულება და შესაძლო კულუარული მოლაპარაკებები რუსეთთან გახლდათ. დღეს კი ვიგებთ, რომ არც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ არის მზად იგივე ნაბიჯისთვის, რაც რეალურად აშშ-ს, როგორც ქვეყნის პოზიციის რეალური გამოხატულებაა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გამოცდილი სახელმწიფო მოხელე და დიპლომატი ფიქრობს, რომ „საპასუხო ნაბიჯი აიძულებს შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესოს ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და ამასთან, გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.“ ვავა, ჩქიმ ცოდვა, რა ხდება? ეს, ბლინკენი ნაღდად რუსეთის აგენტია თუ მარტო ჩვენი რადიკალური ოპოზიცია-რუპორ ტელევიზია-არასამთავროები ფიქრობენ ასე? კი, კი ფიქრობენ და გულში აგინებენ კიდეც ალბათ, თორემ ხმამაღლა ვინ გამოაცხადებს ამას?! ისე საქართველოს, რომელიმე სახელმწიფო მოხელეს, ან მთავრობის წევრს ან „ოცნების“ დეპუტატს „ დაეხია უკან“ აუ, რას იზამდნენ მავნებელ-ოპონენტები- დაიწყებოდა ჯერ რადიკალური ოპოზიცია-რუპორ ტელევიზია-არასამთავროების კრიტიკით, მერე აღშფოთებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდოდა ბრიფინგით, შუაში არახამია გამოათრევდნენ, და ბოლოს ერთ-ორ სიტყვას ელჩი კელი დეგნანიც არ დააკლებდა. გამოდით, ნუ გეშინიათ, დაგმეთ ანტონი ბლინკენი, აშკარაა, რომ რუსეთის აგენტია, მან შეიძლება მალე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტაზეც ისაუბროს (ბოლო დროს ლავროვსაც დაეკონტაქტა ტელეფონით!) ! შეაჩერეთ დროულად, ნუ გეშინიათ, ხომ ხედავთ აშკარად რუსეთის აგენტია!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება