fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ბოლო დროს მონური ფსიქიკის ადამიანები მომრავლდნენ როგორც პოლიტიკაში, ასევე ტელესივრცეში, გარკვეულ არასამთავრობოებს კი დამფინანსებელი ლამის რელიგიური ქურუმის რანგში ჰყავთ აყვანილი

ამ ბოლო დროს მონური ფსიქიკის ადამიანები მომრავლდნენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე ტელესივრცეში, გარკვეულ არასამთავრობოებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, გრანტის მიმცემი თუ დამფინანსებელი ლამის რელიგიური ქურუმის რანგში ჰყავთ აყვანილი, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას “თუ ვამბობთ, რომ ჩვენ პირში ვეუბნებით სიმართლეს ჩვენს მეგობრებს, ეს ანტიდასავლურობაა და ადეიშვილის გადაადგილება დასავლურობა?”

ექსპერტის თქმით, თუ ვინმეს მხრიდან ევროპელი ან ამერიკელი კრიტიკის ობიექტი გახდა, ანტიდასავლურის იარლიყს აწებებენ, ხოლო უკრაინის პოლიტიკური ელიტის გაკრიტიკების გამო, “პუტინის ბიძაშვილობაც” შეიძლება დაბრალდეს ადამიანს.

“ამ ბოლო დროს მონური ფსიქიკის ადამიანები მომრავლდნენ, როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე ტელესივრცეში, გარკვეულ არასამთავრობოებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, გრანტის მიმცემი თუ დამფინანსებელი ლამის რელიგიური ქურუმის რანგში ჰყავთ აყვანილი. ვაიმე, ამერიკელზე, ვაიმე ევროპელზე, რამე არ წამოგცდეს კრიტიკული თორემ ანტიდასავლური იარლიყი მოწებებული გაქვს, ახლა უკრაინის კორუმპირებულ პოლიტიკური ელიტაზე თუ თქვი რამე, ხომ ლამის არის პუტინის ბიძაშვილობა დაგაბრალონ.
„მოყვარეს პირში უძრახე-ო“-გვითხრა დიდმა ილიამ და მაგალითად გადაგვარებული ქართველები ლუარსაბი და დარეჯანი წარმოგვიჩინა! სწორედ გადაგვარებულებს ემსგავსება ყველა ვინც საკუთარი მუცლის ამოყორვაზე ფიქრობს მხოლოდ, ვინც, დიდი აკაკის დავესესხები უცხოელების არ დამორჩილებაზე „გაგონილა-ო“ გაჰკივიან.
დიახაც, ყველამ ამერიკელმაც, ევროპელმაც, კორეელმაც, რუსმაც და უკრაინელმაც უნდა შეიგნონ „პირში ძრახვა“ არავისზე არ მოგვერიდება, ხოლო გადაგვარებული ქართველების „გაგონილა-თი“ ვიშვიშით ვერავის შეაშინებენ.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება