fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: ავის მსურველებმა ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩათრევა, სამაგიეროდ უკრაინის ზოგიერთი ჩინოვნიკი აპირებს ჩვენ გაგვიხსნას მეორე ფრონტი, რასაც სიტყვიერად და განცხადებების დონეზე მგონი ახერხებს კიდეც

„წაიყვანეთ დღესვე წაიყვანეთ, თუ წამოგყვებიან, მაგრამ მგონი გაგიჭირდებათ იმიტომ, რომ ეს ხალხი მარტო ომს კია რა თქვენს ხელისუფლებასაც გამოექცა უკრაინიდან!“- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უკრაინის დროებითი რწმუნებული, თურმე საქართველო-რუსეთს შორის ფრენები თუ აღდგება საფრთხეს ხედავს! „დიდ საიდუმლოს არ ავხდი ფარდას, თუ ვიტყვი რომ საქართველოს წინააღმდეგ ფარული ომი მიმდინარეობს. ამ ომში, რომ უცხოელების გარდა „ჩვენი“ რადიკალური ძალებიც არიან ჩართული ესეც ცხადია. ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთი საინტერესო მომენტიც გამოიკვეთა: ავის მსურველებმა ვერ შეძლეს საქართველოს ომში ჩათრევა, სამაგიეროდ უკრაინის ზოგიერთი ჩინოვნიკი აპირებს ჩვენ გაგვიხსნას მეორე ფრონტი, რასაც სიტყვიერად და განცხადებების დონეზე მგონი ახერხებს კიდეც. ჯერ იყო და სააკაშვილი შემოაპარეს არეულობის მოსაწყობად, მერე ნახეს რომ არაფერი გამოუვიდათ, დროდადრო რუსეთისთვის ომის გამოცხადებას გვთხოვდნენ, შემდეგ მათგანვე, ორმაგ თუ სამმაგ ფასად შეძენილ საჰაერო თავდაცვის სისტემას, უკან ითხოვდნენ, ახლა კი უკრაინის დროებითი რწმუნებული კასიანოვი გვიცხადებს საქართველოში მყოფი უკრაინელები რისკების თავიდან აცილების მიზნით შეიძლება საქართველოდან გავიყვანოთო. თურმე საქართველო-რუსეთს შორის ფრენები თუ აღდგება საფრთხეს ხედავს! პასუხი მგონი მარტივი უნდა იყოს: • ინდოეთში, ეგვიპტეში, თურქეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, არაბულ ქვეყნებიდანაც მიჰყავს ხომ უკრაინელები? ამ ქვეყნებშიც ჭარბად არიან რუსები, თუ ისინი კარგი რუსები არიან და ცუდები მხოლოდ საქართველოში მოფრინავენ? სახმელეთო საზღვრებიდან შემოსულები ნორმალურები არიან ხომ? • ხომ ნამდვილად იმ ქვეყნებში წაიყვანთ, სადაც უკრაინელებს უბრალოდ გეტოები მოუწყვეს და ვინც გარეთ გამოდის დღე არ გავა ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლა არ ჰქონდეთ? • წაყვანის წინ რამე საღამო, ხომ არ მოვუწყოთ საქართველოში მყოფ უკრაინელებს და რუსებს, იმიტომ რომ ერთმანეთში ისე ლამაზად ჟღურტულებენ ჩვენ ვერც ვარჩევთ რომელი რომელია, თვითონაც არა მგონია ასე ადვილად დაშორდნენ! • ისე, რაღა სხვა ქვეყანაში უპირებთ წაყვანას, პირდაპირ უკრაინაში, რომ წაიყვანოთ, ზოგი ზუსტად ჯარში ყოფნის ასაკის მამაკაცია, ქალბატონებს მედ-დებად შეუძლიათ მუშაობა, თუ სარგებელია სარგებელი იყოს! • ისე ბატონო კასიანოვ ხომ ხედავთ, ჩვენ რა მშვიდობის მოყვარე ხალხი ვართ (პრინციპში ხომ ამის გამო ვერ გვიტანთ!), და მაინც ფრთხილად იყავით აქ მყოფი უკრაინელები საელჩოში არ მოვარდნენ, მინიმუმ აქციის მოწყობის მიზნით, ეს სად გვიპირებთ წაყვანას თუ გაყვანას ძლივს სამოთხეში მოვხვდითო, ამაზეც იფიქრეთ. საერთოდ თუ უფრო ბევრს იფიქრებთ, ვიდრე მასმედიასთან ისაუბრებთ კარგი იქნება. იფიქრეთ იმაზე რომ უმადურობა ცუდია, მეგობრების წინააღმდეგ ავ საქმეების ხლართვა, რაც არ უნდა დავალება და შეკვეთა გქონდეს უფრო ცუდია. ჩვენ კარგს გიკეთებთ, თქვენ რომ ორმაგად ცუდად გვიბრუნებთ, ეს კი შეიძლება ისევ თქვენ ძალიან ცუდად შემოგიბრუნდეთ! და ბოლოს წაიყვანეთ დღესვე წაიყვანეთ, თუ წამოგყვებიან, მაგრამ მგონი გაგიჭირდებათ იმიტომ, რომ ეს ხალხი მარტო ომს კია რა თქვენს ხელისუფლებასაც გამოექცა უკრაინიდან!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Открыть фото

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება