fbpx

ლევან მურუსიძე:გოგაშვილი ტყუის პროკურატურას მივმართე და დანარჩენს იქ გავაგრძელებ

„იმედის კვირამ“ ლევან მურუსიძესთან მის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მოსამართლე ამბობს, რომ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი მის ხელთ არსებული ერთადერთი მტკიცებულება არაა.

„მე ვთქვი, რომ მაქვს მტკიცებულებები, უბრალოდ ახლა არ მინდა საუბარი. პროკურატურას განცხადებით მივმართე, ვთქვი, რომ არსებობს მტკიცებულებები. მე ის გამოვაქვეყნე, რაც საზოგადოებისთვის საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ ის [გოგაშვილი] ტყუის. პროკურატურას მივმართე და დანარჩენს იქ გავაგრძელებ“, – აცხადებს მურუსიძე.

გენერალურმა პროკურატურამ ლევან მურუსიძის საჩივრის შესწავლა უკვე დაიწყო,სავარაუდო მუქარა შანტაჟი და სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნები. ლევან მურუსიძემ ექსკლუზიურად ტელეკომპანია „იმედს“ მიაწოდა ჩანაწერი, რომელშიც ის სოსო გოგაშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ესაუბრება. საუბრიდან ირკვევა, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლო ხელისუფლების შანტაჟს ცდილობს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება