fbpx

ლევან ლორთქიფანიძე: ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ის ყურადღებას ამახვილებს გიორგი ვაშაძის ქმედებებზე, რომელმაც, აქციის მონაწილეებს პარლამენტის ალყაში მოქცევისკენ მოუწოდა. როგორც ლორთქიფანიძე წერს, იმ დროს, როდესაც შეკრებილი ადამიანები ბეწვის ხიდზე დგანან, ვაშაძეს ელემენტარული პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ასევე ითხოვს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას, რათა ქვეყანაში მღელვარება აღარ იყოს.

„ამ კანონპროექტის ავტორები, ინიციატორები, მხარდამჭერები და პოპულარიზატორები საქართველოს გაუბედურების ხელმოწერნი, მილიონობით ადამიანის ნერვების დამთხრელნი და სიმშვიდის დამრღვევნი ხართ !!! ამად გიღირდათ, ეს არსაიდან მოსული და მოჩმახული ინიციატივა ?!!! სამარცხვინოებო!

პარალელურად კი, ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის. ელემენტარული პასუხისმგებლობა ხომ უნდა გქონდეს, როდესაც ბეწვის ხიდზე დგას ამდენი ადამიანი!

გაიწვიეთ კანონპროექტი !!!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება