fbpx

ლევან ზოიძე – მადლობა ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, ამავდროულად, არის სიამაყე

მადლობა ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, ამავდროულად, არის სიამაყე – განაცხადა „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატმა ლევან ზოიძემ წარდგენაზე.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება.

„საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში ჩემთვის პრიორიტეტი იყო მოქალაქე და მასთან ურთიერთობა, აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილებას ვიღებდი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი შემდგომი სამუშაო რეჟიმიც გაგრძელდება მოქალაქეებთან მაქსიმალური ჩართულობით. ჩვენმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული, ინოვაციური და სოციალური პროექტების განხორციელება. ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ პროექტებს მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება, ხელოვნება, სპორტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, ქობულეთის მერობა პატივია და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად არის სიამაყე“ – განაცხადა ლევან ზოიძემ.

მერობის კანდიდატმა ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: დავით წულუკიძე, იოსებ ჟღენტი, ავთანდილ გოგიბერიძე, ლადო ხოზრევანიძე, ლაშა ხახუტაიშვილი, დავით მჭედლიშვილი, ჯემალ ბლადაძე, გელა შაქარიშვილი, ირაკლი ქათამაძე, ზურაბ ხინიკაძე, ალექსანდრე ხიდაშელი, ედნარ თურმანიძე, როინ ჩხაიძე.

პროპორციული სიის პირველ ათეულში არიან: დავით ვერულიძე, გელა გოგიტიძე, ლია შაქარიშვილი, თედო ტაკიძე, გიორგი გოგიტიძე, ნათია თხილაიშვილი, დავით პაპუნაიშვილი, სულხან ბორჯელაძე, ეკატერინე კოჭლამაზაშვილი, მამია ჟორდანია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება