fbpx

ლევან დავითაშვილი – ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის

ლევან დავითაშვილი – ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა „ქართული ოცნების” წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე წარმატებული შედეგების მიღწევაში ცოდნისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში ვიმყოფებით, ბატონი ტარასი კვარაცხელიას, გამორჩეული აკადემიკოსის სახლ-მუზეუმში. ეს არის ადგილი, სადაც ქართული აგრონომიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი დაიბადა. ის იყო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო გამორჩეული აგრონომი. აგრონომიული სკოლა, აგრონომიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მეტად პროდუქტიულები, მეტად წარმატებულები ვიყოთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.  ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის, კერძო ინიციატივებისთვის. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები არის უამრავი;   ეს შესაძლებლობები ერთად, კოორდინირებული მუშაობით უნდა გამოვიყენოთ და, რა თქმა უნდა,  ჩვენ შევქმნით მეტ ეკონომიკას და მეტ კეთილდღეობას, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ქართული ჩაის პროგრამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2014 წელს დაიწყო.

„მეტი ინვესტიციაა ჩასადები იმისთვის, რომ არსებული პლანტაციები გავაკულტუროთ, დავუბრუნოთ მწარმოებულობას და შემდგომში შევქმნათ მეტი დამატებითი ღირებულება   ჩაის გადამუშავებით”, – აღნიშნა მინისტრმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება