ლაშა დარსალია – საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველასაჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის,გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა

საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათაქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა დაანგარიშვალდებულების პრინციპების განუხრელად დაცვა, – ამის შესახებ საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ეუთოს მუდმივი საბჭოსსხდომაზე განაცხადა, სადაც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავთანდაკავშირებით იმსჯელეს.როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება,მტკიცედ დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონისუზენაესობა, უცვლელი რჩება და უზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებებიგარანტირებული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.„მსურს, გავაკეთო ეროვნული გზავნილები 36 ქვეყნის მიერ გაკეთებული ერთობლივიგანცხადების საპასუხოდ, რომელიც ეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობას ჩემსქვეყანაში. საქართველო სრულად ერთგული რჩება, შეასრულოს ეუთო-ს ადამიანურიგანზომილებით ნაკისრი ვალდებულებები მას შემდეგ, რაც შეუერთდა ამ ორგანიზაციას,განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჰელსინკის დასკვნით აქტშია გაწერილი.საქართველოს მთავრობის მიდგომა და ერთგულება, მტკიცედ დაიცვას ადამიანისფუნდამენტური უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უცვლელი რჩება დაუზრუნველყოფს, რომ ეს ღირებულებები გარანტირებული იყოს საქართველოს ყველამოქალაქისთვის.ამავე დროს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოკრატიულადარჩეული მთავრობა დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა ქვეყანაში უზრუნველყოსკანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებისგანუხრელად დაცვა. იმ ქმედებებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსადა ქვეყნის სუვერენიტეტს, რეაგირება ხდება ეროვნული კანონმდებლობისშესაბამისად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშადარსალიამ, ეუთოს  მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, გასულ კვირაში, ეუთოსწევრი 36 ქვეყნის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას უპასუხა, სადაც აღნიშნულიქვეყნები საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკრიტიკებდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება