fbpx

ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ოქროსმედალოსანია

ტოკიოში დასრულდა ძიუდოისტთა 90 კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა.

90 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ლაშა ბექაურმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა!

ლაშა ბექაური ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი ოქროსმედალოსანია

ლაშა ბექაურის მიერ დღეს მოპოვებული ოქროს მედალი:

○ ქართველ ოლიმპიელთა მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოპოვებული მე-9 ოქროს მედალია

○ ქართველ ოლიმპიელ ძიუდოისტთა მიერ მოპოვებული მე-4 ოქროს მედალია

○ ქართველ ოლიმპიელ ძიუდისტთა მიერ 90 კგ წონაში მოპოვებული მე-3 ოქროს მედალია

○ ქართველ ოლიმპიელთა მიერ მოპოვებული 35-ე მედალია

○ ქართველ ოლიმპიელ ძიუდოისტთა მიერ მოპოვებული მე-11 მედალია

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველო ამ დროისთვის მე-19 ადგილს იყოფს რუმინეთთან ერთად

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება