fbpx

ლაშა ბერულავა: ამაზე მაღლა ამ ქოლცენტრებთან აფილირებული მხოლოდ კეზერაშვილი გამიგია

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ქოლცენტრებთან დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენას ეხმიანება და წერს, რომ „ამაზე მაღლა ამ ქოლცენტრებთან აფილირებული მხოლოდ კეზერაშვილი გამიგია“.
მისი თქმით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს, დააკავეს კიდეც ერთი და გერმანელებმაც სულ მადლობები იხადეს.

„ხალხო, ახლა რომ ბრიფინგი იყო პროკურატურაში, გერმანიის ელჩთან და ბავარიის და საქსონიის სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, ვისაც არ გინახავთ, გადაახვიეთ – ტრანსნაციონალური დანაშაული (ქოლცენტრების თემა) გახსნეს, ერთობლივად 7 ქვეყანა იყო ჩართული და ერთდროული ოპერაციები ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა, დააკავეს კიდეც ერთი და გერმანელებმაც სულ მადლობები იხადეს – ამაზე მაღლა ამ ქოლცენტრებთან აფილირებული მხოლოდ კეზერაშვილი გამიგია მე პირადად…“- წერს ბერულავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება