fbpx

ლაშა ბასლანძე კელი დეგნანზე: იმედია მალე წავა ეს განაცებული ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური რომ ისევ ისე, როგორც ადრე წარმოდგენა დაგვიბრუნდეს ჩვენთვის სანატრელი ქვეყნის საელჩოზე

პროდიუსერი ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ ანსამბლ „მართვეს“ 50 ბავშვს არ ჩაურტყეს აშშ-ის ვიზები.
როგორც ბასლანძე აღნიშნავს, ერთ-ერთი მისი ქალიშვილი ელენიკოა, რომელსაც რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება, გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარსდგა, თუმცა ამერიკის ვიზა ვერ მიიღო.
მისივე თქმით, „დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ ასე დავესაჯეთ. იმედია მალე წავა ეს განაცებული ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური“

„ჩემს ელენიკოზე ლაპარაკობს ირაკლი და კი რამდენიმე უნივერსიტეტიდან ჰქონდა დაფინანსება და ეს ამბავი მთელმა საქართველომ იცის. მანამდე ორჯერ იყო ნამყოფი. გაეროს მოდელირებულ სხდომაზეც კი იყო ნიუ იორკში და სიტყვით წარსდგა, მაგრამ დეგნანის კანტორამ გადაწყვიტა რომ აი ასე დავესაჯეთ. იმედია მალე წავა ეს განაცებული ფაშისტი ამ ქვეყნიდან და ჩამოვა ვინმე ნორმალური რომ ისევ ისე როგორც ადრე წარმოდგენა დაგვიბრუნდეს ჩვენთვის სანატრელი ქვეყნის საელჩოზე!“- წერს ლაშა ბასლანძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება