fbpx

ლაფანაანთკარში  აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 

ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში  აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 1 930 000 ლარს აღემატება,  4.4 კმ-იან გზის მონაკვეთზე დაეგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. 

მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩიფჩიურმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ  და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ მოინახულეს.

“სხვა არაერთ პრიორიტეტულ საკითხთან ერთად, მხარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ კუთხით რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტში ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში ” – განაცხადა დავით ნოზაძემ.

“ამ ეტაპზე აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება, თუმცა მანამდე აღნიშნული პროექტი საკმაოდ პრობლემური იყო: ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც ტენდერი თავიდან გამოვაცხადეთ. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას ამ გზაზე,  სადაც ასფალტი მანამდე არასდროს ყოფილა,  უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება შეეძლება.” – აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.

აღსანიშნავია, რომ აბანოსხევი-დავათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, მთის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება