fbpx

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს

პოლიციამ ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებისა და მეპატრონის  დაჭრის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. 

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ბრალდებული 2001 წელს დაბადებული, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares