fbpx

“ლაგუნასთან” მოუცურდათ მანქანა… ვინ იყვნენ ავარიის შედეგად გარდაცვლილები

გუ­შინ სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძე და გენ­რი წახ­ნა­კია “ასპრია ფიტ­ნე­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. გარ­დაც­ვლი­ლი 28 წლის თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძის მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან ავა­რი­ის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდებს ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­უ­ცურ­დათ, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და სა­პი­რი­პი­რო ზოლ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა.

გუ­შინ სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძე და გენ­რი წახ­ნა­კია “ასპრია ფიტ­ნე­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან.

"ლაგუნასთან" მოუცურდათ მანქანა... თორნიკეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა" - რას ამბობს ავარიის შედეგად გარდაცვლილების მეგობარი
გენ­რი წახ­ნა­კია

გარ­დაც­ვლი­ლი 28 წლის თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძის მე­გო­ბა­რი AMBEBI.GE-სთან ავა­რი­ის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდებს ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­უ­ცურ­დათ, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და სა­პი­რი­პი­რო ზოლ­ში მოძ­რავ ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა.

თორ­ნი­კე კო­ბა­ხი­ძე

“ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან” მო­უ­ცურ­დათ მან­ქა­ნა, სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­და­ვი­და და ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა. იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლიც მძი­მედ ყო­ფი­ლა. მარ­ტო იყო ის მან­ქა­ნა­ში, რო­გორც ვიცი. თორ­ნი­კეს ავ­ტო­მო­ბილ­ში სამ­ნი ის­ხდნენ: გენ­რი, რო­მე­ლიც სა­ჭეს მარ­თავ­და, თორ­ნი­კე და მათი მე­გო­ბა­რი გოგო თეკ­ლა. გენ­რი და თორ­ნი­კე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. “ასპრია ფიტ­ნეს­ში” მუ­შა­ობ­დნენ. თორ­ნი­კეს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. ჯერ კი­დევ გვი­ჭირს და­ჯე­რე­ბა. არ ვიცი, ასე­თი ბი­ჭე­ბი მი­წა­ში რო­გორ უნდა ჩაწ­ვნენ. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ…” – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება