fbpx

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო გზაზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო
სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების
ტესტირება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, კუს ტბის საბაგირო გზა ერთი დღით –
16 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის
გამო!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება