fbpx

კუმისში, აგვისტოს ომის გმირის-ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, შემოქმედებითი საღამო გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, აგვისტოს ომის გმირის-ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გარდაბნის მერიის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით ადგილობრივი ახალგაზრდები, მაყურებლის წინაშე აგვისტოს ომის მოვლენების ამსახველი სპექტაკლით წარსდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით და გარდაბნის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით, სულ მალე სოფელ კუმისში, ცენტრალურ ქუჩას ზურაბ ბეგიაშვილის სახელი მიენიჭება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება