fbpx

კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო
კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის
მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები,
დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების
ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა,
დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული
ურნები. ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო
ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა. ასევე, მოეწყო დიდი სპორტული
მოედანი.
აღნიშნული ტერიტორია კერძო მფლობელობაში იყო. მოსახლეობის თხოვნისა და
თბილისის მერის, კახა კალაძის უშუალო ჩართულობის შედეგად, აღნიშნული
სივრცე მოეწყო.
„ხეივანში ახლად მოწყობილ სკვერსა და სპორტულ მოედანს მოსახლეობა წლების
განმავლობაში ელოდებოდა. ბატონი კახას უშუალო ჩართულობით, შევძელით და
დავიბრუნეთ 2007 წელს გასხვისებული ტერიტორია და დავიწყეთ სპორტული
მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები. დღეს, უკვე ამ სივრცეს
მოწესრიგებულს და გალამაზებულს რომ ვხედავთ, მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც
ძალიან გვახარებს. დაახლოებით, 10 ჰექტრამდე სივრცე გავალამაზეთ ბოლო
წლებში და აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ბექა
მიქაუტაძემ.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება