fbpx

კრიმინალური მენტალიტეტია, როდესაც შენ გაპატიებენ ძალიან მძიმე დანაშაულებს, ფაქტია, ამით შენ გიბიძგებენ, რომ უფრო მეტი და დიდი ამორალური დანაშაულიც კი ჩაიდინო

კრიმინალური მენტალიტეტია, როდესაც შენ გაპატიებენ ძალიან მძიმე დანაშაულებს, ფაქტია, ამით შენ გიბიძგებენ, რომ უფრო მეტი და დიდი ამორალური დანაშაულიც კი ჩაიდინო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე ადამიანისგან, როგორიც დავით კეზერაშვილია, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენა მათ არ უკვირთ.

„კრიმინალური მენტალიტეტია, როდესაც შენ გაპატიებენ ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, შენი ქვეყნის ჯარის ძარცვას, ფაქტია, ამით შენ გიბიძგებენ, რომ უფრო მეტი და დიდი ამორალური დანაშაულიც კი ჩაიდინო და როგორც ჩანს, სწორედ ამ პროცესებთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება