fbpx

კორუმპირებულები თაღლითები და მეტრუპეები სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად

messenger sharing button
whatsapp sharing button

თბილისის მერმა კახა კალაძე, შპს “ეიჯიგრუპი” (AGgroup) და შპს “ელიბო” კომპანიებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მერის თქმით, ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, სადაც თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ხოლო, ვინ არის ამ კომპანიის ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ არ აქვს ინფორმაცია.

“კორუმპირებულები თაღლითები და მეტრუპეები სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის დროს მოხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოხვდებათ ახლაც. იმიტომ რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, სადაც ტენდერში გამარჯვებული არის თურქული კომპანია, რომელსაც ჩვენთან აქვს ვალდებულებები აღებულ პროექტთან დაკავშირებით, რომ ის შედგეს ხარისხიანად და რაც შეიძლება სწრაფად. მისი ქვეკონტაკტორი კომპანიების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰკითხოთ.” – განაცხადა კახა კალაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება