fbpx

კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის.

”ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი. ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ვუთხრა ისე, როგორც არის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ვირუსის ევოლუციის ნორმალური ნაწილია”, – განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ონლაინ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამ ვარიანტით ხალხი უფრო რთულად ავადდება ან უფრო მომაკვდინებელია ვიდრე COVID-19- ის არსებული შტამები, თუმცა, როგორც ჩანს, იგი უფრო ადვილად ვრცელდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება