fbpx

კონფერენცია: „კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოშიდა საერთაშორისო პრაქტიკა”.

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე
„კორუფციის პრევენცია: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში და საერთაშორისო
პრაქტიკა”.
შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გენერალური
პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნეს.
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ლიეტუვის
რესპუბლიკის, ესპანეთის სამეფოს და მოლდოვის რესპუბლიკის ანტიკორუფციული
უწყებების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ანტიკორუფციული
მიმართულებით, მიღწეული პროგრესი და არსებული მექანიზმები.
საუბარი შეეხო მამხილებელთა დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკას,
კორუფციული რისკების შეფასებასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებას.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო
ექსპერტები, აკადემიური წრეების და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება