fbpx

კონსტანტინე გამსახურდიას სკანდალური პოსტი,როგორ მოუხსნა სააკაშვილმა ,,ბოიკოტის,,რეჟიმში მყოფ პარტიებს დაფინანსება

ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს დაფინანსება 2008 წელს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გაუუქმა. პარლამენტმა კანონში შეიტანა შესაბამისი ცვლილება. თუმცა, მოგვიანებით, სააკაშვილმა ოპოზიციას დაფინანსება აღუდგინა, რადგან ის „კარგად მოიქცა“.  ამის შესახებ აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, დესპანი კონსტანტინე გამსახურდია, რომლის პარტიამ „ზვიადის გზამ“ მაშინ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, მაგრამ მათი 5 წევრი მაინც შევიდა პარლამენტში.

გამსახურდია 2008 წლის პარლამენტის დროინდელ ამბებს იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა იმდროინდელ მმართველ პარტიასთან -„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ოპოზიციამ ჩათვალა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ვინც 2008 წლის ივნისში დაწერა წერილი პარლამენტის ბიუროს სახელზე და მოითხოვა, გაეუქმებინათ დეპუტატის უფლებამოსილება, დაფინანსება გაუნლეს.

რამდენიმე თვეში, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია „კარგად მოიქცა“ და ამიტომ  დაფინანსება აღუდგებოდა.

„2008 წლის პერიპეტიებზე: ამ წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღო ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ დამარცხდა იმდროინდელ მმართველ პარტიასთან – ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ოპოზიცია 8 პარტიისგან შემდგარი ბლოკი იყო – ოფიციალურად მისი სახელი იყო “გაერთიანებული ოპოზიცია-ახალი მემარჯვენეები.” მათ შორის იყო “პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება,” რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. 16 % როგორც შედეგი ნიშნავდა 17 დეპუტატით შესვლას პარლამენტში.

მაგრამ რამდენადაც მაშინ ოპოზიციამ ჩათვალა, რომ არჩევნები გაყალბდა, ჩვენ უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენი სიიდან 5 დეპუტატი მაინც შევიდა. ამას გარდა ცალკე სიით გავიდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გიორგი თარგამაძისა, ასე რომ პარლამენტში ცალკე ოპოზიციური ცენტრი მაინც ჩამოყალიბდა“, – აცხადებს გამსახურდიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ, მისი პარტიისთვის განულებული დაფინანსება, პარტიას 2009 წლის თებერვალში დაფინანსება აღუდგა, თვეში – დაახლოებით, 5600 ლარი.

„საინტერესოა, რომ მმართველმა პარტიამ ყველას, ვინც 2008 წლის ივნისში დავწერეთ წერილი პარლამენტის ბიუროს სახელზე და მოვითხოვეთ გაეუქმებინათ ჩვენთვის დეპუტატის უფლებამოსილება, გაგვინოლა დაფინანსებაც, ანუ კანონში მაშინვე შეიტანა ცვლილება, როგორც გარდამავალი დებულება. ის მხოლოდ იმ სუბიექტებმა შეინარჩუნა, ვინც შევიდა. ამრიგად ჩვენ ყველა მშრალზე დაგვტოვეს. ამის შემდეგ მოხდა 5 -დღიანი ომი ცხინვალში და კონფლიქტის დარეგულირება მედვედევი-სარკოზის გეგმის მიხედვით.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ამბებიდან მალევე გააკეთა განცხადება, რომ დაფინანსების გარეშე დარჩენილი ოპოზიცია, რამდენადაც ის “კარგად მოიქცა” და რუსეთის მხარეზე არ დადგა, (ფანტაზია არ გეგონოთ, რასაც ახლა ვყვები…) კვლავ მიიღებდა დაფინანსებას, რამდენადაც მათ ეს ეკუთვნოდათ არჩევნებზე მიღებული შედეგიდან გამომდინარე.

ძალიან კარგად მახსოვს – 2009 წლის თებერვალში დაფინანსება აღგვიდგა: ეს იყო თვეში დაახლოებით 5600 ლარი. ესეც ჩვენი ისტორიაა“,- წერს სოციალურ ქსელში გამსახურდია.

შეგახსენებთ, 2020 წელსაც, გაერთიანებული ოპოზიცია  ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი კვლავ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

51-მა ოპოზიციონერმა სადეპუტატო მანდატების დატოვების შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს არჩილ თალაკვაძის პარლამენტში, საპარლამენტო სიები კი ცესკოში გააუქმეს.

საპარლამენტო საბოტაჟისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნისა და დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონის მიღებით დაემუქრა. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება