fbpx

კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან

„დემოკრატიული ფაშიზმი: კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური ღმერთით პროგრესს ეწინააღმდეგება. კონსერვატიზმი მათთვის უცნაური საოჯახო ფასეულობებით, მიუღებელი დედითა და მამით რეტროგრადულია. კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, კონსერვატიზმი თანამედროვე გაგებით რეტროგრადულია და ასეთ „პროგრესულ ევროპაში“ არაფერი გვესაქმება.

„დემოკრატიული ფაშიზმი: კონსერვატიზმი, მათთვის უცნაური ღმერთით პროგრესს ეწინააღმდეგება. კონსერვატიზმი მათთვის უცნაური საოჯახო ფასეულობებით, მიუღებელი დედითა და მამით რეტროგრადულია. კონსერვატიზმი, რომელიც უარყოფს პედოფილიაზე, ინცესტზე, ევთანაზიაზე, აბორტზე, ტრანსგენდერულ სულიერებაზე „პროგრესიული“ კაცობრიობის ნეო-ფასეულობებს, უნდა იდევნებოდეს ევროპიდან.

ახლა ჩვენ გვკითხეთ, გვესაქმება რამე თქვენს „პროგრესულ ევროპაში“? თანაც საქმე იმაშია, რომ გრძნობთ, ხვდებით, რომ კონსერვატიზმის „საცეცხლურმა“ უკვე დაიწყო თქვენს გასულიერებულ გარემოში კმევა, პოლიტიკური „აიაზმა“ უკვე მზადაა სხურებითა წმიდითა იქ მიგიჩინოთ ადგილი, სადა არს „ღრჭენაჲ კბილთა“. მოთმინება! – ჩვენ მოვდივართ. მოვდივართ საქართველოდან. გაისად წამოვალთ ამერიკიდან. მანამდე ევროპაში აგიფეთქებთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც იმყოფებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება