fbpx

კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ეთერში გასული სიუჟეტები წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, – ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე“, – აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებსა და ვერსიებზე.

„გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის – პროგრამა „განახლებული რეგიონების“ შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება