fbpx

კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად?? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!-რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი „ევროპული“ საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის ნათქვამს ეხმაურება, რომელიც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში გააჟღერა.

დავით ბაქრაძის თქმით, აგვისტოს ომის რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მაშინდელმა მთავრობამ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ რეზოლუციაში ოკუპაცია ჩაწერილიყო, იონათამიშვილი კი ამ ნაბიჯს მოღალატეობრივს უწოდებს.

„დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის ეთერში ამტკიცებს – რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ომი ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს და რუსეთის შეტევა საპასუხო იყო, მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ იქ ოკუპაცია ჩაწერილიყოო.

გაცვალეთ?! ისე არ ჩაიწერებოდა?! ისე ჩაწერდნენ, საქართველოა ოკუპანტიო?! ხო არ გადაირიეთ, მართლა?! ამას ვის ელაპარაკებით და ვის აჯერებთ, რომელ ელექტორატს??! კომპრომისად გინდათ ღალატის გაყიდვა, თუ კონსესუსად?? გამორიცხულია! ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი!!!“ – წერს იონათამიშვილი.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares