fbpx

კომპანია „მასდარი“ საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებას გეგმავს

კომპანია „მასდარი“ საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებას გეგმავს. აღნიშნული საკითხი რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძესა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ენერგეტიკული კომპანია „მასდარის“ აღმასრულებელ დირექტორს მოჰამედ იამელ ალ რამაჰის შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება გამახვილდა საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „მასდარი“ გეგმავს და ამ მიზნით, პროექტის შესწავლას ახორციელებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას და ამ მხრივ, მიესალმება კომპანია „მასდარის“ ინტერესს, საქართველოს მზის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელოს.

ინფორმაციისთვის, კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში. იგი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთ წამყვან კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ 2021წლის 29 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და კომპანია „მასდარს“ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ეხება მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივ განვითარება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება